სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებაზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

რობერტ ქოჩარიანის ადვოკატის აიკ ალუმიანის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ სომხეთის მეორე პრეზიდენტი დაკავებული იქნება. აღსანიშნავია, რომ თვითონ რობერტ ქოჩერიანი სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.

ბრალდების მხარის ვააგნ მურადიანის თქმით, სასამართლოს ვერდიქტი არ იყო სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის შედეგი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის მეორე პრეზიდენტი 28 ივლისს დააკავეს. სომხეთის სააპელაციო სასამართლომ 13 აგვისტოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რობერტ ქოჩარიანი ორთვიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. სასამართლომ ქოჩარიანის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს, აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა. შემდეგ სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც საქმე ხელმეორედ დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს განსახილველად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო