ბექა დავითულიანი - მალე ინაუგურაცია შედგება - „ნაციონალურ მოძრაობას“ და ლევან ხაბეიშვილს შეუძლიათ დარჩნენ ბოიკოტის რეჟიმში

მალე ინაუგურაცია შედგება. „ნაციონალურ მოძრაობას“ და ლევან ხაბეიშვილს შეუძლიათ დარჩნენ ბოიკოტის რეჟიმში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განაცხადებას და აღნიშნული ფრაქციის წევრების მიერ სხდომის დატოვებას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლიდან მოყოლებული, ბოიკოტს უცხადებს ყველა კანონიერ და ლეგიტიმურ პროცესს. საქართველოს ჰყავს 60%-ის ლეგიტიმაციით არჩეული პრეზიდენტი. გილოცავთ, ამას ყველას. მალე მისი ინაგურაცია შედგება. „ნაციონალურ მოძრაობას“ და ლევანს შეუძლიათ დარჩნენ ბოიკოტის რეჟიმში", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო