ეკა ბესელია არ აკონკრეტებს, მმართველმა გუნდმა შესთავაზა თუ არა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ აკონკრეტებს, მმართველმა გუნდმა შესთავაზა თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დიმიტრი გაბუნიას აღნიშნულ თანამდებობაზე ლობირებას სწორედ საპარლამენტო უმრავლესობა და პირადად ეკა ბესელია უწევს.

„ქალბატონი სალომე თავად გადაწყვეტს, ვის სად წარადგენს. დიმა გაბუნიას ვიცნობ, როგორც კვალიფიციურ იურისტს. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია“, - განუცხადა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა განიხილება. აღნიშნულს თავად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა