საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, „თელასის“ აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ, გლდანის რაიონში 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის II, III, IV, V მიკრორაიონების, გაგარინის, ვართაგავას, დემნა შენგელაიას, რამაზ შენგელიას, ნიკოლოზ შენგელაიას, მორეტის, მამკოდის, გმირ კურსანტთა, ტაბიძის, ქერჩის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

როგორც „თელასის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. მათივე განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო