პრომოუტერებს „ბლექ სი არენაზე“ თანამშრომლობის ახალი სქემა გააცნეს

სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ 2019 წელს პრომოუტერებს თანამშრომლობის ახალ სქემას სთავაზობს. ახალი სქემის მთავარი პრიორიტეტია გამჭვირვალობა და თანაბარი შესაძლებლობები.

აღნიშნული სქემის პირობები „ბლექ სი არენას“ ხელმძღვანელობამ საქართველოში მომუშავე პრომოუტერებს გააცნო. შეხვედრას დაესწრნენ „ისთერნ ფრომოუშენსის“, „ალტერვიჟენის“, „ბრავო რეკორდსის“, „კულტურის პალატის“, „4GB”–ის, „Anaklia Entertainment Group“–ის და სხვა კომპანიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი პრომოუტერები.

„ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ანი კავლელიშვილმა პრომოუტერებს წარუდგინა თანამშრომლობის 3 სქემა: არენის იჯარით აღების შესაძლებლობა, თანადაფინანსება და არენის ღონისძიებებისთვის არტისტის ჩამოყვანის ორგანიზება. დაინტერესებულ მხარეს დაწვრილებით გააცნეს თითოეული სქემა. როგორც „ბლექ სი არენას“ დირექტორმა აღნიშნა, სამივე სქემით სარგებლობა პროცესის აბსოლუტური გამჭირვალობისა და თანასწორი პირობების გარანტიაა.

აღსანიშნავია, რომ „ბლექ სი არენამ“ უკვე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა იმ პრომოუტერებისთვის, რომელთაც 2019 წელს, წარმოდგენილი სქემებით, არენაზე კონცერტების ორგანიზების სურვილი ექნებათ.

პრომოუტერებს წინადადებების წარდგენა 14 დეკემბრის 12:00 საათამდე შეუძლიათ.

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა 10 000–ზე მეტ მაყურებელს იტევს. „ბლექ სი არენა“ შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში, 30 000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. დარბაზს აქვს გახმოვანებისა და განათების უახლესი აპარატურა და ლედეკრანები. სასცენო სივრცე და კულისები არტისტისთვის სრული კომფორტის გათვალისწინებითაა მოწყობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა