სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 10 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, გლდანის რაიონში 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების, წყალსადენის, ჭედიას, ლაზოს, მონასტრის, შუშის და კუპატაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ამასთან, საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების, წყალსადენის, ჭედიას, ლაზოს, მონასტრის, შუშის და კუპატაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დემეტრე თავდადებული ქუჩის მცხოვრებლებს.

ელექტრომომარაგება ისნის რაიონის მცხოვრებთა ნაწილსაც შეეხება. კერძოდ, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ მოსკოვის გამზირის და მოსკოვის გამზირის II კვარტლის მცხოვრებლებს.

კომპანიის ცნობით, კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ამასთან, დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გოგოლაურის (ნაწილობრივ) და დიდუბის ქუჩების მცხოვრებლებს.

ამავე მიზეზის გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ გოგოლაურის (ნაწილობრივ) და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

როგორც „თელასის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და კედიას ქუჩის მცხოვრებლებს.

ელექტრომომარაგება შეიზღუდება ჩუღურეთის რაიონშიც. კერძოდ, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პაატა სააკაძის, ასპინძის, ბოდავის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ნინო და კალისტრატე სალიების, ძეგავის, გუმათის, ახუთის და ლამის ქუჩების მცხოვრებლებს.

როგორც „თელასის“ განცხადებაშია აღნიშნული, შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა