ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას - გახსოვთ თუ არა რომ გვყავს დევნილები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან?

აფხაზეთში 800 სირიელი დევნილის ჩასახლებასთან დაკავშირებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ნინო ბურჯანაძე კითხვებით მიმართავს ხელისუფლებასა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, მიაჩნიათ, თუ არა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა ქართველებს არ დაუსრულებიათ?!

„აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირველი ეტაპისთვის, სირიიდან 800 ლტოლვილი მიიღეს და ისინი სხვადასხვა სფეროში გააგრძელებენ მუშაობას. დე-ფაქტო ხელისუფლება კი მათ კარგ საყოფაცხოვრებო პირობებს შეუქმნის. მინდა, კითხვით მივმართო საქართველოს ხელისუფლებას და იმ ადამიანებს, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ მაინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან: თვლით თუ არა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, თვლით თუ არა რომ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა ქართველებს არ დაუსრულებიათ, თუ უკვე უარი ვთქვით ტერიტორიულ მთლიანობაზე და ვაღიარებთ აფხაზეთის როგორც სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. როგორ ფიქრობთ, ვის სახლებში შესახლებოდა ის 800 სირიელი, რომელიც აფხაზეთში შეიყვანეს?! რა თქმა უნდა ქართველები თანაგრძნობას ვუცხადებთ ყველა ქვეყნის დევნილს, მათ შორის სირიელებს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენი სატკივარი ჩვენი დევნილები უნდა იყვნენ.

პატივცემულო ხელისუფლებავ, გახსოვთ თუ არა რომ გვყავს დევნილები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან? ბატონო ბიძინა, გადადგით თუ არა ერთი ნაბიჯი მაინც, რომ აფხაზეთში საბოლოოდ არ იცვლებოდეს დემოგრაფიული სიტუაცია და საქართველო საბოლოოდ არ შორდებოდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემას?!“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი „გადაყოლილია“ იმას, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. „გადაჰყევით იმაზე დარდს, შეშინებულებმა თუ სად რომელ ქალაქში ჩაატაროთ დანიშნული პრეზიდენტის ინაუგურაცია. ამასობაში ქვეყანა ხელიდან გვეცლება. მივმართავ ქართულ მედიას, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, არის განგაშის ზარის საფუძველი. ხელისუფლებას, მოსთხოვეთ პასუხი იმაზე, რომ დღეს ჩვენი დევნილი თანამემამულეების სახლებში სირიელი დევნილები შედიან და სამწუხაროდ, იზრდება ალბათობა, რომ იქ ქართველები ვეღარ დაბრუნდნენ. თუ ასე გაგრძელდა, მარტო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი არა, მთლიანად ქვეყანა გამოგვეცლება ხელიდან. ყოველივე ამისთვის, მოსთხოვეთ პასუხი ხელისუფლებას, რომლებიც საქართველოს აყვავებას და გაბრწყინებას გვპირდებოდა“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა