გიორგი მარგველაშვილი - ქართველი ხალხის სახელით თანადგომას ვუცხადებ ჩვენს მოძმე ამერიკელ ერს ამ მძიმე წუთებში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო საქართველოში აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

,,ვუსამძიმრებ ამერიკელ ხალხს, ბატონ ჯორჯ ბუშის ოჯახსა და ახლობლებს ქვეყნის ღირსეული შვილის გარდაცვალებას. ჯორჯ ბუში ქართველებს გვახსოვს საბჭოთა იმპერიის დემონტაჟის დროს, საქართველოს აღიარების უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ მომენტში.

მისი სახელმწიფო მოღვაწეობის უაღრესად წარმატებული გზის გარდა, არ დაგვავიწყდება მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გმირი პილოტიც, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ის ადამიანი, ვინც ერთ-ერთი ყველაზე სახელმწიფოებრივი წერილი მისწერა, პრეზიდენტობის პრაქტიკაში, მის შემდგომ პრეზიდენტს, სადაც დალოცა და წარმატებები უსურვა მის ყოფილ კონკურენტს.

ქართველი ხალხის სახელით თანადგომას ვუცხადებ ჩვენს მოძმე ამერიკელ ერს დანაკლისის ამ მძიმე წუთებში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სამძიმრის წერილში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს