საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პაპუნა ლეჟავას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს, პაპუნა ლეჟავას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პაპუნა ლეჟავას კარგი ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება აქვს. „საკმაოდ ახალგაზრდა კანდიდატია, კარგი ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ეროვნული ბანკის კვალიფიციურ გუნდს შეუერთდეს და საზღვარგარეთიდან მიღებული გამოცდილება გაუზიაროს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ და კოლეგებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან დღემდე აშშ-ში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (ვაშინგტონი) ფინანსურ ოფიცრად მუშაობდა; 2010-2013 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა