გივი მიქანაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

6-7 დეკემბერს ერევანში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სომხეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსის მასპინძლობით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტის აპარატის უფროსებმა თანმხლებ დელეგაციებთან ერთად მიიღეს.

„სამუშაო შეხვედრა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, არა ბაბლოიანმა გახსნა. შეხვედრის დღის წესრიგით განიხილეს სამოქმედო გეგმით განხორციელებული და დაგეგმილი საკითხები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატი, ერთი წლის ვადით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ქართული მხარის ინიციატივით მომზადდა და ოთხი ქვეყნის აპარატის უფროსებმა ხელი მოაწერეს „თბილისის მემორანდუმის“ ერევნის დამატებას, რომლითაც შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტთა კვლევითი ქსელი. ქსელის შექმნის მიზანია, სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაციის საფუძველზე, ქსელის წევრ ქვეყნებს შორის კანონპროექტებისა და კანონების ურთიერთგაცვლა, კანონების აღსრულებაზე არსებული პრაქტიკის ინფორმაციის სახით მიწოდება. ასევე, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში გერმანიის ელჩების სახელზე მომზადდა და ხელი მოეწერა შუამდგომლობას, რაც GIZ-ის პროექტების განხორციელების გაგრძელებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის ნაბიჯები, რაც ქართულმა მხარემ ქსელის გაძლიერების კუთხით ბოლო ორი თვის განმავლობაში გადადგა. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდა პოლონეთის სეიმის კანცლერთან თბილისში ოქტომბერში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც განიხილეს 2019 წლის ზაფხულში ვარშავაში გამართული პოლონეთის სეიმისა და სენატის აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსებთან, სამომავლო თანამშრომლობის განხილვისა და დაგეგმვის მიზნით.

აგრეთვე, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიზიარეს ინფორმაცია საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩთან გამართულ შეხვედრაზე, რომლის ფორმატშიც შვედეთს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ ინიციატორს, რიკსდაგის აპარატის ხელმძღვანელობის დონეზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელის წევრებთან თანამშრომლობის დაწყება შესთავაზეს.

„სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს ეცნობათ, რომ 2019 წლის 18 იანვარს ჩანიშნულია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგში, სადაც ის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გენერალურ მდივანსა და საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ევროპის ცენტრის (ECPRD) ხელმძღვანელთან. შეხვედრების ერთ-ერთ საკითხს აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელთან ევროპის საბჭოს თანამშრომლობის გააქტიურება წარმოადგენს. ასევე, გივი მიქანაძემ კოლეგებს აუწყა, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატში დაწყებულია საპროექტო წინადადების მომზადება TAIEX-ისთვის წარსადგენად, რომლის დაფინანსების შემთხვევაში 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარდება ორდღიანი სამუშაო შეხვედრა - „პარლამენტის აპარატის როლი პარლამენტის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის განხორციელებაში“,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, პარლამენტის პრესსამსხურის ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის მესამე შეხვედრა 2019 წლის მაისში უკრაინაში, ქალაქ ლვოვში გაიმართება და მისი მასპინძელი უკრაინის რადას აპარატი იქნება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების მეორე შეხვედრა სომხეთის ეროვნული ასამბლეის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) დაფინანსებით ჩატარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა