2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის 405 პროექტი დაფინანსდა

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ანგარიშის ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის 405 პროექტი.

„2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის 405 პროექტი. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმართულებების განსაზღვრის დისკრეციული უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, სარეზერვო ფონდის საშუალებით მხარი დაეჭირა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განვითარებისთვის.

ფონდის პრიორიტეტები განისაზღვრება ყოველწლიურად და გამოხატავს პრეზიდენტის ხედვას ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ფონდის პრიორიტეტები დგინდებოდა პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტის ფუნქციებიდან გამომდინარე. დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტი უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციური ორგანოა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნებაა.

პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა პროექტები კონსტიტუციის პოპულარიზაციაზე, დემოკრატიული ცნობიერების ამაღლებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციულ გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობასა და მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია მასშტაბური კამპანიები: 1. შენი ხმა ჩვენი მომავალია, 2. კონსტიტუცია ყველასია, 3. დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - პირველი რესპუბლიკის 100 წელი, 4. ვისწავლოთ ქართული - (ეროვნული უმცირესობებისათვის) 5. მოითხოვე ქართული.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობისა და უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ხელშეწყობას - მაგალითისათვის: 2018 წელს საუნივერსიტეტო პროექტების დაფინანსების მიმართულებები იყო: ინსტიტუციური მხარდაჭერა, კვლევა/წიგნი/ფილმი აკადემიური ღონისძიება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა“, - ნათქვამია პორეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
სასიამოვნო სიურპრიზი „ტოიოტასგან“ საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“