თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლებისათვის თელავის ისტორიულ მუზეუმში, დასაქმების ფორუმი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, დასაქმების ფორუმზე 30-მდე დამსაქმებელი 1000-მდე შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იყო წარმოდგენილი. კერძო სექტორმა ფორუმზე თავისუფალი ვაკანსიები მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო-ფარმაცევტულ, ტურიზმის, საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგინა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობა შეეძლო თბილისსა და კახეთში მცხოვრებ ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს. მათ სახლიდან ონლაინ, ან ფორუმის მსვლელობის პროცესში საშუალება ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე. დასაქმების ფორუმის ძირითად სამიზნე ჯგუფს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი წარმოადგენს.

„პროგრამის პირველ და მეორე ეტაპზე სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსით უკვე 3000-მდე პირმა ისარგებლა. მსურველთა რაოდენობა მზარდია, რაც მიგვანიშნებს რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.

დასაქმების ფორუმი ამარტივებს წვდომას ვაკანსიებზე და ეფექტური საშუალებაა სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. დასაქმების ფორუმის მიზანია: ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება; შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა; დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კომუნიკაციის დამყარება დროის მცირე მონაკვეთში.

2018 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის თანამონაწილეობით და ორგანიზებით თელავის ფორუმის ჩათვლით ჩატარდა 12 დასაქმების ფორუმი. ქალაქ თბილისში: ჩუღურეთის, გლდანის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისის, სამგორის რიონებში, ასევე ჩატარდა რეგიონებში: ბათუმის, თეთრიწყაროს და რუსთავის დასაქმების ფორუმები“, - ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა