გიორგი ახვლედიანი -მხოლოდ ჩვენს  ხელისუფლებას შეუძლია მიწის კარაქივით შეფუთვა და გაყიდვა

„Sos! Sos! Sos! - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საგანგაშო, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვაზე მორატორიუმის მოხსნას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, პარტია მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა და პოზიცია არის პირდაპირ პროპორციულად ქვეყნის მტრობა და ქვეყნის ღალატი.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ქართული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მყიდველთა რიცხვში არიან არა ევროპელი, ამერიკელი ან კანადელი ფერმერები, არამედ არიან ინდოელი, არაბი, პაკისტანელი, მაროკოერი ფერმერები. მათ აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, შესყიდული მიწები გამოიყენონ დიდი სასოფლო დასახლებისთვის. ეს პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის არის უზარმაზარი საფრთხის მატარებელი. აქ ქართველს აღარ დარჩება საკუთარ მფლობელობაში მიწა. მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია, მიწის კარაქივით შეფუთვა და გაყიდვა.

„დემოკრატიული მოძრაობა“ აცხადებს რომ ეს არის პირდაპირ პროპორციულად ქვეყნის მტრობა, ეს არის ქვეყნის ღალატი და ჩვენი მომავალი თაობის წინაშე ჩადენილი გამოუსწორებელი დანაშაული. კატეგორიულად ვაყენებთ საკითხს, შეჩერდეს მიწების გაყიდვა უცხოელებზე და საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივ უარი თქვას თავის აბსურდულ გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა