ანონსი  8 დეკემბერი

8 დეკემბერს, 10.00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მედტრონიკის“ ორგანიზებით გაიმართება მედიკოსთა მასშტაბური ფორუმი, რომლის მიზანია ექიმებსა და ჯანდაცვის სფეროს სხვა პროფესიონალებს გააცნოს ის ბოლო მიღწევები, რაც წინაგულების ფიბრილაციასთან („მოციმციმე არითმიასთან“) სამკურნალოდ დაინერგა ქვეყნის მასშტაბით.

8 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: ადვოკატთა საქმიანობაში ჩარევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტები.

მის.: ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. #5, სასტუმრო King David

საკონტაქტო პირი თორნიკე რაზმაძე - 558132241

8 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ევროპული საბუნებისმეტყველო მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“-ის ეგიდით პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის პირველი ეროვნული ფესტივალი - „მეცნიერება მთავარ როლში“ გაიმართება.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, B201 აუდიტორია

8 დეკემბერს, 14:00 საათზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო განიხილავს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საკითხს პირველკურსელების ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

8 დეკემბერს, 17:00 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებაში ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ივანე ასკურავას შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოფენა გაიხსნება.

მის.: თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. #83/23, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი

საკონტაქტო პირი ნინო ჩხეტია - 577 26 50 61

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა