სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია შესაძლოა სამ ლოკაციაზე გაიმართოს

არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია შესაძლოა სამ ლოკაციაზე გაიმართოს. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ კახი კახიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე სცენარის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მომავალი კვირის დასაწყისში საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება ინფორმაცია უცხოური დელეგაციების შესახებ. "დაახლოებითი სცენარი გვაქვს და ვამუშავებთ სწორედ ამ სცენარს. დღეს ამ საკითხის და მონაწილეების განხილვა იყო. ჩვენ ასევე ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საბოლოო დასტურს იმაზე, თუ ვინ დაესწრება უცხოელი პარტნიორების მხრიდან. რამდენი სტუმარი იქნება, მას შემდეგ გაირკვევა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გვექნება ინფორმაცია. ორშაბათს ველოდებით ამ საკითხზე პასუხს. დღეისთვის ორ ლოკაციაზეა საუბარი - თელავი და წინანდალი. თუმცა, ეს შეიძლება შეიცვალოს.

ინაუგურაციის დროს ახლად არჩეულ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ მივიდეს და იმ რიტუალურ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ბრძანებულებით იყო გაწერილი. ეს შეიძლება იყოს თბილისში, მთაწმინდის პანთეონი და ა.შ. თუმცა ამაზე დადასტურებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან საბოლოო სცენარი გაწერილი არ არის. ვიცით ის , რომ ინაუგურაცია უნდა იყოს ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური. კონკრეტულად ფიცის დადების ცერემონია თელავში იქნება, თუმცა მეორე ნაწილი შესაძლოა წინანდალი იყოს", - განაცხადა კახიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინაუგურაციის ბიუჯეტზე საუბარი არ შეუძლია, ვიდრე სტუმართა ოდენობა და ინაუგურაციის სცენარის საბოლოო ვარიანტი არ იქნება განსაზღვრული. "ბიუჯეტი ჯერ არ არის განსაზღვრული. ეს მას შემდეგ დადგინდება, რაც საბოლოო სცენარი და სტუმრების რაოდენობა დაზუსტდება“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს