„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ინფორმაციით, სინთეზური ოპიოიდით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ინფორმაციით, სინთეზური ოპიოიდით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაცია აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა.

„სასწრაფოდ: დღეს გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა.

მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან“, - აღნიშნულია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყება ინფორმაციას ამოწმებს. შს სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, საზოგადოებას ინფორმაცია სიახლის მიღებისთანავე მიეწოდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო