ანგელა მერკელის ნაცვლად მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი აირჩიეს

„ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის პოსტზე, ანგელა მერკელის ნაცვლად, პარტიის გენერალური მდივანი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი აირჩიეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, სწორედ მისმა კანდიდატურამ მიიღო დელეგატების ხმათა უმეტესობა ჰამბურგში გამართულ ყრილობაზე.

მისი მთავარი ოპონენტი ბუნდესტაგში ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ყოფილი თავმჯდომარე ფრიდრიხ მერცი იყო. კრამპ-კარენბაუერმა ხმათა 52 % დააგროვა, მისმა კონკურენტმა - 48 %. შესაბამისად, კრამპ-კარენბაუერი, შესაძლოა, გერმანიის მომავალი კანცლერი გახდეს. ის საარის ფედერალური მიწის ყოფილი პრემიერმინისტრი იყო. მას ანგელა მერკელის მსგავსი პრაგმატული პოლიტიკური სტილი აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა