მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

„ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე ბრალდებულ მ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე ბრალდებულ მ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული მ.გ. 2018 წლის 6 დეკემბერს, ქ.თბილისი, ამაშუკელის ქუჩა N22 ბინა N25-ში დააკავეს, სადაც იგი იფარებდა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილ პირს გ.რ.-ს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. და გ.რ. შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განადგურებას, რის გამოც მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადაყარეს. ბრალდებულ მ.გ.-ს საქართველოს ს.ს.კ. 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს ს.ს.კ. 375-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: მინდია გოგოჭურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - ადვოკატი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა