მინდია გოგოჭურის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მინდია გოგოჭურის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ნიკოლოზ ბიბილაშვილმა განუცხადა, საქალაქო სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

„აუცილებლად გავასაჩივრებთ საქალაქოს გადაწყვეტილებას. ჩვენი პოზიცია ცალსახად საწინააღმდეგოა და ვფიქრობთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არაობიექტურად და არასათანადოდ შეაფასა ის ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები, რომელიც მდგომარეობდა უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან მიმართებაში. ვფიქრობ, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია მიიღებს უფრო ობიექტურ გადაწყვეტილებას ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილების შემდგომ“, - განაცხადა ნიკოლოზ ბიბილაშვილმა.

ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე ბრალდებულ მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასასამართლო სხდომა 25 იანვარს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა