ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს ფრანგულენოვანი კონსტიტუცია გადაეცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 7 დეკემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს გიორგი კეკელიძეს საჩუქრად საფრანგეთში ფრანგულ ენაზე გამოცემული 1921 წლის საქართველოს კონსტიტუცია გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, იშვიათი გამოცემა, რომელიც უკვე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის ნაწილია, ემიგრაციის დარბაზში დაიდებს ბინას.

საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს, სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციის პროექტის ხელმძღვანელ რუსუდან ასათიანს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს