პარიზში, საპროტესტო აქციის დაწყებამდე პოლიციამ 34 ადამიანი უკვე დააკავა

პარიზში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მიღებული უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 34 ადამიანი დაკავეს.

მათი დაკავება ძალადობისა და საკუთრებისთვის ზიანის მიყენების მომზადების ბრალდებით მოხდა.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, საუბარია ძირითადად რეგიონებიდან ჩამოსულ პირებზე. პრევენციული ზომების გატარების ფარგლებში, პოლიცია მათ ჩხრეკას აწარმოებს. ზურგჩანთებში მათ ნიღბები, შურდულები, ჩაქუჩები აღმოუჩინეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული, აქედან 8 000 - პარიზში. აღსანიშნავია, რომ გასულ შაბათს საფრანგეთის მასშტაბით საპროტესტო აქციებისას მობილიზებული იყო 65 000 პოლიციელი, აქედან - 5000 პარიზში. ამასთან, ჯავშანმანქანები მობილიზებული იქნება ყველაზე სარისკო რაიონებში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა