ზაზა გაბუნია თვითმმართველობის აკადემიის დაარსების ინიციატივით გამოვიდა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თვითმმართველობის აკადემიის დაარსების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა ზაზა გაბუნიამ „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალურ ფორუმზე წარუდგინა საზოგადოებას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც მმართველობის სისტემა თავის თავში გულისხმობდეს ევროპულ სტანდარტებს და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, ამის მაგალითად გამოდგება "უტრეხტის ოქმის" რატიფიკაცია, რომლის ინიცირება უკვე მოვახდინეთ და ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ, საქართველო შეუერთდება რიგით მეორე ევროპულ დოკუმენტს თვითმმართველობის საკითხებში. დღეს კი გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში დავაარსოთ თვითმმართველობის აკადემია, რაც არის ევროპული პრაქტიკა და რაც გვჭირდება დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში, რადგან ადამიანური რესურსების განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალური ფორუმი საქართველოს პარლამენტში გაიმართა და დეცენტრალიზაციის რეფორმის ძირითადი საკითხები პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტისა და მთავრობის წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების და ექსპერტების მონაწილეობით განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა