„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი მცირე საწარმოების ხელშეწყობას განაგრძობს

„საქართველოს ბანკი“, ქვეყნის წამყვანი ბანკი, ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელშეწყობას განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, წელსაც ყველა მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, ვისაც აქვს ადგილობრივი ბიზნესი და აწარმოებს ქართულ პროდუქციას, შესაძლებლობა აქვს ეწვიოს და დარეგისტრირდეს პლატფორმაზე, http://achukekartuli.ge, შექმნას პროდუქციის კატალოგი და გააცნოს საკუთარი ნაწარმი მთელ საქართველოს და ამასთან, განავითაროს საკუთარი ბიზნესი.

„http://achukekartuli.ge არის სივრცე, სადაც მომხმარებელს აქვს მდიდარი არჩევანი, შეიძინოს ქართული პროდუქცია, გაახაროს სრულიად უცნობი ადამიანი და ამით წაახალისოს ადგილობრივი წარმოება.

სპეციალური პლატფორმა საყოველთაო Secret Santa-ს (იდუმალი სანტა) პროექტის ფარგლებში შარშან შეიქმნა და წელსაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ ჩერთონ ჯადოსნურ პროექტში Secret Santa და რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://achukekartuli.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო