ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის შესახებ დისკუსია გაიმართა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის შესახებ დისკუსია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში საზოგადოების ნებისმიერ წევრს საშუალება ჰქონდა ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის, გაფრქვევის უმთავრესი წყაროებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე დამბინძურებლის ზეგავლენასთან დაკავშირებით მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხები მიეღოთ დარგის სპეციალისტებისგან.

მათივე ინფორმაციით, ტყვიის შესახებ დისკუსიას მოდერატორობას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი უწევდა. აღნიშნულ საკითხზე დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ და დაავადებათა ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მრჩეველმა ნია გიუაშვილმა უპასუხეს.

„ღონისძიების ფარგლებში დარგის სპეციალისტებმა მოწვეულ სტუმრებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად იმსჯელეს ატმოსფერულ ჰაერში მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ტყვიის შემცველობის მიმდინარე ტენდენციებზე და მათი ზეგავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

დისკუსიის მიზანი იყო საზოგადოებისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან კითხვებსა თუ საკითხებზე ზუსტი და სანდო ინფორმაციის მიწოდება.

მსგავსი შეხვედრები უზრუნველყოფს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, რაც აუცილებელია ჰაერდაცვითი პოლიტიკის განხორციელების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს