პარიზში, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაპატიმრებულია 127 ადამიანი

პარიზში, მიმდინარე „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე სამართალდამცველებმა 127 ადამიანი დააპატიმრეს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პოლიციელებსა და მანიფესტანტებს შორის მასშტაბურ შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, „პლას ეტუალთან“ პოლიციამ მანიფესტანტების ჯგუფის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის პოლიციამ 34 დააპატიმრა.

პოლიციამ დაკავებულებისგან ნიღბები, შურდულები, ჩაქუჩები, ხელკეტები ამოიღო.

ამ დროისთვის შანზ-ელიზეზე ათასამდე მანიფესტანტია შეკრებილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქცია იმართება. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელია მობილიზებული, აქედან 8 000 - პარიზში.

იხილეთ ვიდეო: კადრები პარიზიდან, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაპატიმრებულია 127 ადამიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა