განათლების მინისტრის მოადგილემ პედაგოგები სიგელებით დააჯილდოვა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა და პროექტში ჩართული პედაგოგები სიგელებით დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციაზე პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ იმ 16 პროექტის შედეგებს გაეცნენ, რომელიც საქართველოში მცხოვრები ბოშებისა და მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის თვითმყოფადობის შესახებ საპრეზენტაციო თემებს უკავშირდება და ქვეპროგრამის ბენეფიციარებისა და მოხალისეების თანამშრომლობით არის მომზადებული.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილებს და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ინტერნეტსივრცეში ორგანიზებულ ხელგარჯილობის კლუბებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და მოხალისეების მიერ მომზადებულ ბოშური და მესხური თემატიკით დატვირთულ ხელნაკეთ ნივთებს, რომელთა პედაგოებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.

„ხაზგასასმელია, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებეული მსგავსი აქტივობები ერთი მხრივ, ხელს უწყობს ბოშა და მესხ მოზარდებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და მათში სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, ტოლერანტული განწყობების გაზრდას და თვითშეგნების ამაღლებას მოქალაქედ ფორმირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს N1740 განკარგულებით დამტკიცებული „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში