შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელების მიღებაზე არსებული შეზღუდვა მოეხსნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელების მიღებაზე არსებული შეზღუდვა მოეხსნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ დღეს სხდომაზე კენჭისყრით მიიღო.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა განაცხადა, ავტორიზაციის საბჭომ გაიზიარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოზიცია და ძალაში დატოვა უნივერსიტეტის ავტორიზაცია 6 წლის ვადით.

„ასევე მთლიანად მოეხსნა შეზღუდვა სტუდენტების მიღებაზე და მათი საერთო რაოდენობა განისაზღვრა 3 500-ით. ვფიქრობ, ეს ნამდვილად არის სამართლიანობის აღდგენა და სასიხარულოა ასეთი გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა ბარათაშვილმა.

ამასთან, უნივერსიტეტის რექტორის ილიას ჩილოღლუს თქმით, უნივერსიტეტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართავს განცხადებით, რათა მომავალ სემესტრში სტუდენტებს, რომლებმაც წელს მათთან ჩააბარეს, შესაძლებლობა ჰქონდეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაბრუნდნენ.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით, 20 აგვისტოს დადგენილებით შეუზღუდა. მოგვიანებით, სააპელაციო საბჭომ მიიჩნია, რომ ეს საკითხი ისევ ავტორიზაციის საბჭოს უნდა განეხილა.

იხილეთ ვიდეო: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება დაუბრუნდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს