თბილისში შოკოლადის ფესტივალი იმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, შოკოლადის ფესტივალი იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება. ადგილზე მომზადდება ცხელი შოკოლადი და გაკეთდება შოკოლადის შადრევანი.

ფესტივალზე მისული სტუმრების განწყობაზე სპეციალურად მოწვეული სანტა და ელფები იზრუნებენ. ღონისძიება ნაძვის ხის საზეიმო ანთებით დასრულდება.

აღნიშნული გამოფენის მიზანია, შოკოლადის პროდუქციის მრავალფეროვნების დემონსტრირება და სტუმრებისთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს