ანონსი  9 დეკემბერი

9 დეკემბერს, 11:00 საათზე, მოსამართლეთა XXIV რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება.

მის: იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ნოდარ ბოხუას ქ. #19

9 დეკემბერს, 12:00 საათზე, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში, “Event Square”, შოკოლადის ფესტივალი ჩატარდება.

9 დეკემბერს, 12:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება 2019–2020 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

თბილისი, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“

9 დეკემბერს, 12:30 სააზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოდგილე თამარ ჩუგოშვილი უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მე-3 კორპუსი

მისამართი: ლადო გუდიაშვილის N7

9 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტი, მე-4 და მე-5 მოწვევის (1995-2001 წწ) პარლამენტის თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს, რომელიც სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით გაიმართება. დამსწრეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიმართავენ.

მის: პარლამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი, B კორპუსი. 0 სართული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს