„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ დასაქმების ფორუმს აწყობს

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 9 დეკემბერს, თბილისის საკრებულოში დასაქმების ფორუმს გამართავს. ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, სასტუმრო „შერატონის“ ადმინისტრაცია იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს თავისი პროფესიული საქმიანობა სტუმართმოყვარეობის დინამიურ სფეროში განაგრძოს.

მათივე განცხადებით, დაინტერესებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ პირისპირ გაესაუბრონ კვალიფიციურ პროფესიონალებს, დაუსვან მათ შეკითხვები თითოეული ვაკანსიის მოთხოვნების შესახებ და მიიღონ რეკომენდაციები განაცხადის შევსების თაობაზე.

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ დასაქმების ფართო არჩევანს სთავაზობს კანდიდატებს და 250 პროფესიონალის დასაქმებას გეგმავს. ვაკანსიები გამოცხადდება სხვადასხვა თანამდებობებზე შესყიდვების, დაცვის, საინჟინროს, დასუფთავების, დაჯავშნისა და მიმღებ განყოფილებებში, აგრეთვე სამზარეულოში, რესტორნებში, ბარებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრში.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 9 დეკემბერს, 10:00 საათიდან არაერთ საინტერესო კანდიდატს შევხვდებით, რომელიც მონდომებულია შეუერთდეს შერატონის გუნდს“, - აღნიშნავს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალური მენეჯერი, ანდრეას ჰეიდინგსფელდერი.

საქართველოში პირველი საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 2019 წლის გაზაფხულზე სრულიად განახლებული სახით გაიხსნება და თანამედროვე დიზაინის 220 ოთახს, 2000 კვადრატულ მეტრ მრავალფუნქციური შეხვედრების სივრცეებს, ბარებს, რესტორნებს, სპასა და გამაჯანსაღებელ ცენტრს შესთავაზებს სტუმრებს. აღსანიშნავია, რომ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ ცოტა ხნის წინ მარიოტის საერთაშორისო ქსელის წევრი გახდა. ამავდროულად სასტუმროს მიენიჭა „გრანდ“ კატეგორია, ამ სტატუსის მქონე სასტუმროები გამოირჩევიან განსაკუთრებული ადგილმდებარეობით, მაღალი დონის მომსახურებით, დახვეწილი რესტორნებით, ბარებითა და გამაჯანსაღებელი ცენტრებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო