შსს-მ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შსს-მ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი.როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული მ.ხ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 190 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მ.ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

იხილეთ ვიდეო: შსს-მ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა