ტერორიზმთან მიმართებით მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი, რომელიც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, ორი წლით გადაიწევს

ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე მოწმეთა დაკითხვის ძველი წესი 2021 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნება. შესაბამისად, ტერორიზმთან მიმართებით მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი, რომელიც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, კიდევ ორი წლით გადაიწევს.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა მოამზადეს, რომელიც პარლამენტის ბიუროს 10 დეკემბრის სხდომაზე წარედგინება.

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადის გადაწევის მიზეზად ტერორიზმთან დაკავშირებით უფრო ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა სახელდება.

2016 წლის 20 თებერვლიდან საქართველოში მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი მოქმედებს, თუმცა აღნიშნული წესი სრულად არ ამოქმედებულა და ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებით გარდამავალი პერიოდი დაწესდა.

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ითვალისწინებს გამოძიების პროცესში მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის წინაშე დაკითხვას, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით.

იხილეთ ვიდეო: ტერორიზმთან მიმართებით მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი, რომელიც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, ორი წლით გადაიწევს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა