დამოუკიდებელი ინსპექტორის ინფორმაციით,  მოსამართლეთა წინააღმდეგ 2018 წელს 415 საჩივარი მიიღო, აქედან 28 საქმეზე კი დისციპლინური დევნა დაიწყო

„დამოუკიდებელმა ინსპექტორმა მოსამართლეთა წინააღმდეგ 2018 წელს 415 საჩივარი მიიღო, აქედან 28 საქმეზე კი დისციპლინური დევნა დაიწყო", - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ განაცხადა, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციაზე ანგარიშს წარადგენს.

მისივე თქმით, 2018 წლის მდგომარეობით 415 საჩივარი იყო.

„საბჭოს ამ ეტაპზე განხილული აქვს 156 საჩივარზე მომზადებული დასკვნა. 28 საქმეზე დაიწყო მოსამართლეთა მიმართ დევნა. დევნის შემდგომი ეტაპია პასუხისგებაში მიცემის ეტაპი, რომლის შემდეგ კოლეგიას გადაეცემა საქმე და ის უფარდებს სახდელს. ამ 28 საქმიდან განხილულია 12 საქმე , ხოლო ამ 12-დან 4 საქმე გადაეცა კოლეგიას, რომელიც შეუფარდებს სახდელს. სახდელის ფორმა შეიძლება იყოს შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური და ყველაზე უმკაცრესია თანამდებობიდან გათავისუფლება. ასევე, ცალკე არსებობს ზემოქმედების ღონისძიება და არა სახდელი და ეს გახლავთ, სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა მოსამართლისთვის",- განაცხადა ცინცაძემ.

დღესვე, მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარესაც აირჩევენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა