BFMTV - საფრანგეთში გუშინდელი აქციის დროს 1700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში, ბოლო ინფორმაციით, „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მონაწილე 1723 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ BFMTV საფრანგეთის პოლიციის მეთაურზე კრისტოფ კასტანიერაზე დაყრდნობით იუწყება.

1723-დან 1220 ამ დრომდე პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში რჩება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული იყო 737 ადამიანი, 55 - დაშავდა.

ქვეყნის მასშტაბით, წესრიგის დასაცავად, 89 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული, მათ შორის, 8 ათასი პარიზში. დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და რამდენიმე ადგილზე ხანძარი გააჩინეს. პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

საფრანგეთში საწვავის ფასის მოსალოდნელი მატების გამო, აქციები 17 ნოემბრიდან დაიწყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს