ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორთან დაკავშირებულ საქმეს სწავლობს

სახალხო დამცველის აპარატი ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებულ საქმეს სწავლობს.როგორც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის აპარატს საქმეზე რეაგირება პირველივე დღიდან ჰქონდა.

„ჩვენთან შემოსულია განცხადება ფაქტთან დაკავშირებით, სადაც დისკრიმინაციული მიდგომის დადგენას ითხოვენ. ჩვენ საქმის შესწავლა დავიწყეთ და რეაგირება პირველივე დღიდან გვქონდა. დავუკავშირდით ოჯახს, ჩართული ვიყავით საქმის გარემოებების შესწავლის პროცესში. თუკი ოჯახს სურვილი ექნება, ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

იხილეთ ვიდეო: ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორთან დაკავშირებულ საქმეს სწავლობს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს