შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მანდატურების ახალი ნაკადის მომზადება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მომავალი მანდატურები სპეციალურ საგანმანათლებლო მოსამზადებელ პროგრამას გაივლიან. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისთვის.

სასწავლო პროგრამის საერთო ხანგრძლივობა რვა კვირას შეადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მანდატურობის კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, ცოდნა გაიღრმავონ დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, სკოლაში კონფლიქტური სიტუაციებისა და მათი მართვის, სამოქალაქო თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში.

მსმენელებს პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო