ლაშა ჟვანია -  არჩეული პრეზიდენტის სურვილია, ინაუგურაციამდე თბილისში, როგორც პანთეონის, ისე სხვა ადგილების მონახულება

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრის ლაშა ჟვანიას განცხადებით, თბილისის ნაწილში ინაუგურაციის დღეს არაფერი იცვლება. ამის შესახებ ლაშა ჟვანიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის საორგანიზაციო კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, არჩეული პრეზიდენტის სურვილია როგორც პანთეონის, ისე სხვა ადგილების მონახულება ინაუგურაციის დაწყებამდე.

„თბილისის ნაწილი როგორ შეიძლება გაუქმდეს. არჩეული პრეზიდენტის სურვილია, როგორც პანთეონის, ისე სხვა ადგილების მონახულება, სანამ ინაუგურუცია დაიწყება", - განაცხადა ჟვანიამ.

ინაუგურაციის ცერემონიალის რეჟისორის, ბასა ფოცხიშვილის განცხადებით, მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, მათ შორის დეკორაციებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხომ არ მოხდება თამარ მეფის პერიოდთან დეკორაციების ნაწილში პარალელის გავლება, ფოცხიშვილმა განაცხადა, რომ "არა".

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით კი, თელავში იქნება ფიცის დადების ცერემონიალი, ხოლო შემდგომ წინანდალში გაიმართება მიღება.

იხილეთ ვიდეო: "არჩეული პრეზიდენტის სურვილია, ინაუგურაციამდე თბილისში, როგორც პანთეონის, ისე სხვა ადგილების მონახულება" - ლაშა ჟვანია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა