ექიმი აბაშაში დაჭრილ პატრულზე - პაციენტს გულ-მკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება - ჯერჯერობით, გართულებების საფრთხე კვლავ რჩება

აბაშაში დაჭრილ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს გულ-მკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორმა დავით ჯანაშიამ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ჯერჯერობით გართულებების საფრთხე კიდევ რჩება.

„გულ-მკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები ჰქონდა. დაზიანებული იყო დიაფრაგმა, ელენთა და პანკრეასი. საფრთხის შემცველი ჯერჯერობით არის. ტრავმულ ჰემორაგიული შოკი და მძიმე მდგომარეობა იყო, ჯერჯერობით გართულებების საფრთხე რჩება“, - განაცხადა დავით ჯანაშიამ.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მეორე თანამშრომელიც, თუმცა მას მცირე ნაკაწრი აღენიშნება.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხეულის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა.

იხილეთ ვიდეო: აბაშაში პატრული დაჭრეს - ექიმების ინფორმაციით სამართალდამცველს გულ-მკერდისა და მუცლის არეში შემავალი ჭრილობები აღენიშნება

"დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - აღნიშნავენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო