სპეციალური წესისა და შეღავათების გათვალისწინებით, მიწებზე საკუთრების რეგისტრაციის პროცესი, შესაძლოა, 6 თვით გახანგრძლივდეს

სპეციალური წესისა და შეღავათების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი, შესაძლოა, 6-თვით გახანგრძლივდეს.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვით, “სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა 2019 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება. აღნიშნულ კანონს მოქმედების ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე აქვს.

კანონის თანახმად კი, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, ის ბიუროკრატიული თუ ფინანსური ბარიერები მოიხსნა, რომლებიც მესაკუთრეს ამ პროცესში ექმნებოდა.

“მნიშვნელოვანია, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ. კერძოდ, მომსახურების საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები: - დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება, რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ოთარ დანელიას საკანონმდებლო ინიციატივა 10 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე გავა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა