კახა კახიშვილი იმედოვნებს, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც შესაძლოა, ინაუგურაციის პარალელურად გაიმართოს, ექსცესების გარეშე ჩაივლის

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრი კახა კახიშვილი იმედოვნებს, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც ინაუგურაციის პარალელურად შესაძლოა გაიმართოს, ექსცესების გარეშე ჩაივლის. მისი თქმით, საქართველოს კანონი მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ იძლევა იმის საშუალებას, ადამიანმა გამოხატოს პროტესტი კანონით დადგენილ ფორმებში.

„თუ ეს პროტესტი არ იქნება წინააღმდეგობაში სხვადასხვა კანონმდებლობასთან, რომელიც ზღუდავს იმ მოქმედებებს, რომელიც არ არის დაშვებული, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. იმედს ვიტოვებ, ეს ყველაფერი დასრულდება ყოველგვარი ექსცესების გარეშე",- განაცხადა კახიშვილმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, შესაძლოა, საპროტესტო აქცია გამართოს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, 16 დეკემბერს, მათი საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ლოკაციად სწორედ თელავი განიხილება, თუმცა მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.

როგორც ცნობილია, არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბრს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: კახა კახიშვილი იმედოვნებს, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც შესაძლოა, ინაუგურაციის პარალელურად გაიმართოს, ექსცესების გარეშე ჩაივლის

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა