ცოტნე ანანიძე უფლებადამცველებს საერთაშორისო დღეს ულოცავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უფლებადამცველებს უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„9 დეკემბერს, მსოფლიო უფლებადამცველების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ყველას გვაქვს გაცნობიერებული უფლებადამცველების განუსაზღვრელი როლი საზოგადოების და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების, ასევე საყოველთაო მშვიდობის ხელშეწყობის საკითხებში. 20 წელია რაც გაერო-ს უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციაში გაიწერა უფლებადამცველების დაცვისათვის აღიარებული საერთაშორისო პრინციპები, თუმცა ისტორიამ შემოგვინახა მაგალითები თუ რა რისკისა და საფრთხეების ფასად უწევდათ ამ უფლებების რეალიზებისთვის ბრძოლა. ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა უფლებადამცველს, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანებს, ვისურვებდი, რომ მათი საქმიანობა სათანადოდ იქნეს აღიარებული და დაფასებული“, აცხადებს ცოტნე ანანიძე.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს