კახა კახიშვილი - ინაუგურაციისთვის ისევ ძალაშია სამი ლოკაცია: თბილისი, თელავი და წინანდალი - ყველას სურვილია, რომ ინაუგურაციას რაც შეიძლება ცოტა თანხა დაჯდეს

ყველას სურვილია, რომ ინაუგურაციას რაც შეიძლება ცოტა თანხა დაჯდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრმა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, ბიუჯეტს სტუმრების რაოდენობის შემდეგ დაადგენენ.

მისივე თქმით, სტუმრების სიას საგარეო საქმეთა სამინისტრო ხვალ წარმოადგენს.

„დღეს განვიხილეთ შესაძლო სცენარი, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა დამტკიცდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც კონტურები იკვეთება. სტუმრების შესახებ არ გვექნება ინფორმაცია იქამდე, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროდან არ გვექნება ინფორმაცია. მათ ორშაბათამდე აქვთ ვადა, რომ წარმოადგინონ სია, დაახლოებით ვინ ჩამობრძანდებიან უცხოეთიდან. რაც შეეხება ლოკაციებს, ისევ ძალაშია სამი ლოკაცია, ეს არის თბილისი, თელავი და წინანდალი. თბილისთან მიმართებაში საუბარია ჭავჭავაძის საფლავის გვირგვინით შემკობაზე, გმირთა მემორიალზე მისვლაზე. ფიცის დადების ცერემონია კი გაიმართება თელავში, ეს დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ არ შეიცვლება. ასევე განიხილება წინანდალის ლოკაცია, სადაც საზეიმო მიღება უნდა გაიმართოს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ყველა ჩვენ პარტნიორთან, რომ რაც შეიძლება მეტი პარტნიორი დაესწროს ინაუგურაციის პროცესს. ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, დაიწყება 15:00 საათზე და დასრულდება დაახლოებით 19:00 საათზე. აქედან გამომდინარე, არ არის სურვილი სტუმრების მხრიდან, რომ განთავსდნენ სასტუმროში.

დღეს ვსაუბრობთ, რომ 15:00 საათზე უნდა დაიწყოს ფიცის დადების ცერემონია, პლუს-მინუსს ერთი საათი შეიძლეძა იყოს ცვლილება, იმის გათვალისწინებით, რა ამინდი იქნება“, - აღნიშნა კახიშვილმა.

მისივე თქმით, ინაუგურაციაზე დასწრება მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ლოკაცია არის საკმაოდ შორს თბილისიდან, მაგრამ ამის მიუხედავად ვმუშაობთ საკითხზე, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ტრანსპორტირებაც მოხდება და ხელშეწყობაც იქნება გონიერების ფარგლებში",- განაცხადა კახიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სამ ლოკაციაზე გაიმართება - ცერემონიის დეტალები სპეციალური კომისიის სხდომაზე შეათანხმეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა