ეროვნულ ბიბლიოთეკაში უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ადამიანის უფლებათა სახლისა და მისი წევრი ორგანიზაციების ორგანიზებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციის 20 წლისთავთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის მიერ შემუშავებული საინფორმაციო ბუკლეტის და პოსტერების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეთა შორის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იყო, რომელმაც ხაზი გაუსვა მსოფლიოში უფლებადამცველთა როლის მნიშვნელობას დემოკრატიის განვითარებაში.

“9 დეკემბერს მსოფლიოში უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, ხოლო 10 დეკემბერს - ადამიანთა უფლებების დაცვის დღე. ადამიანის უფლებადამცველები მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს საქმეს ასრულებენ, მათ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც და მინდა მადლობა გადავუხადო მათ მუშაობისთვის და ასევე დავაფიქსირო მათ მიმართ მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითები თანამშრომლობის, კონსტრუქციული ურთიერთობების, კრიტიკის ჯანსაღად აღქმის და გაგების. მაქვს იმედი, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს თანამშრომლობა და ორივე მხრიდან იქნება აღქმა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვა როლი აქვს ხელისუფლებისგან განსხვავებული, ისინი არიან მაკონტროლებლები და ვისურვებ, რომ მომავალ წელს ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა