მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქიდან დაწყებული და ჩვეულებრივი მოქალაქეებით დამთავრებული ყველა ამბობს, რომ "ხმები მოიპარეს" - მოიპარეს და შედეგები უნდა ვაღიაროთ?

პატრიარქიდან დაწყებული და ჩვეულებრივი მოქალაქეებით დამთავრებული ყველა აღიარებს და ამბობს, რომ „ხმები მოიპარეს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პატრიარქიდან დაწყებული და ჩვეულებრივი მოქალაქეებით დამთავრებული ყველა აღიარებს და ამბობს, რომ "ხმები მოიპარეს". მოიპარეს და შედეგები უნდა ვაღიაროთ??? არასოდეს! არც ეცადოთ! პასუხი იქნება და უკომპრომისო!“, - წერს სააკაშვილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ქადაგებისას განაცხადა, რომ ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ განვვლეთ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, იყო გამოცდა ჩვენი ერის.

„ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. ეს ძალიან საწყენია. ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. ერთი ხმითაც მეტი, რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს. მე მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი“, - განაცხადა პატრიარქმა.