ირაკლი კობახიძე - არც მთავრობის, არც პარტიის და არც პარლამენტის მიმართულებით საკადრო ცვლილებებზე საუბარს საფუძველი არა აქვს - ეს საკითხები არ განიხილება

არც მთავრობის, არც პარტიის და არც პარლამენტის მიმართულებით საკადრო ცვლილებებზე საუბარს საფუძველი არა აქვს - ეს საკითხები არ განიხილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძე მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბარს „სპეკულაციას“ უწოდებს და ამბობს, რომ „დამარცხებული პოლიტიკური ძალის “ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია, აქცენტი სხვა რაღაცეებზე გადაიტანოს“.

„შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ გარკვეული სპეკულაციები გვესმის, თუმცა ამას საფუძველი არ აქვს. მთავრობა არის ახალი ფორმირებული, დამტკიცებულია მისი პროგრამა და ამ პროგრამის შესაბამისად მუშაობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ისიც აღნიშნა, რომ გუნდს მუდმივი გაძლიერება და განახლება სჭირდება და განსაკუთრებული აქცენტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კეთდება.

“მომავალი ორი წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, თუმცა რაც შეეხება უშუალოდ ახლა რაიმე საკადრო ცვლილებებს, ამას საფუძველი არა აქვს. ეს არის დამარცხებული პოლიტიკური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი, რომ საკუთარი მარცხიდან აქცენტი სხვა რამეზე გადაიტანოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: "არც მთავრობის, არც პარტიის და არც პარლამენტის მიმართულებით საკადრო ცვლილებებზე საუბარს საფუძველი არა აქვს" - ირაკლი კობახიძე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს