ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

„პირველ რიგში, მინდა გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, თუკი რაიმე კითხვის ნიშნები არის და ოჯახს აქვს კითხვის ნიშნები, ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების პასუხისმგებლობაა, რომ კითხვებს პასუხი გაეცეს. დარწუნებული ვარ, თუ არის კითხვები, მას პასუხი გაეცემა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, რომელსაც მისივე მტკიცებით, ია კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო