ირაკლი კობახიძე - გამიჭირდება იმის თქმა, თუ რატომ ვერ მივიდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ბოლომდე

გამიჭირდება იმის თქმა, თუ რატომ ვერ მივიდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ბოლომდე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ წლებია გასული და არის რისკი წლების მანძილზე მტკიცებულბების განადგურებისა. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება იმის შეფასება, თუ რატომ ვერ მოხერხდა საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„არ უნდათ გახმაურებული მკვლელობის გამოძიება და ყველაფრისთვის წერტილის დასმა - ურჩევნიათ, ეს ყველაფერი დაკიდებულ მდგომარეობაში იყოს“, - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის საგამოძიებო პროცესში “მუდმივად მიდის რაღაც ექსპერტიზები“. მისივე შეფასებით, “ექსპერტიზები არა საქმის წინ წასაწევად, არამედ დროის გაჭიანურების მიზნით კეთდება“.

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა