საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს

საფრანგეთი ამერიკის პრეზიდენტს ურჩევს, საფრანგეთის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა დონალდ ტრამპის „ტვიტერზე“ დაწერილის საპასუხოდ განაცხადა.

„ყვითელი ჟილეტები“, რამდენადაც მე ვიცი, ინგლისურ ენაზე არ გამოხატავენ პროტესტს. ჩვენ არ ვერევით ამერიკის შიდა საქმეებში და გვსურს, რომ ეს ორმხრივად იყოს. ამას ვეუბნები ამერიკის პრეზიდენტს და ამავეს ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტიც: დაანებეთ ჩვენს ხალხს თავი“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება საფრანგეთისთვის კარგად არ მუშაობს. მთელი საფრანგეთის მასშტაბით ადგილი აქვს პროტესტს და შეტაკებას. ხალხს არ უნდა დიდი ფულის გადახდა ძირითადად მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის იმისთვის, რაც, თითქოს, გარემოს დაცვას ემსახურება. ხალხი გაიძახის „ჩვენ გვინდა ტრამპი!”. მიყვარს საფრანგეთი”, - დაწერა დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო