პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 10 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში, პლენარულ სხდომათა დარბაზში კონფერენცია გაიმართება, თემაზე: „პარლამენტის საზედამხედველო როლი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე: ახალი მარეგულირებელი ჩარჩო და საუკეთესო პრაქტიკა“.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციას გახსნის და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ადამიანის უფლებების მარეგულირებელ ნორმებსა და მათში ასახულ კონსტიტუციურ გარანტიებზე ისაუბრებს.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი მუნხტუია ალთანგერელი და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსი მრჩეველი ვლადიმირ შკოლნიკოვი.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი წესის მიხედვით საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ ისაუბრებს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში კომიტეტის როლსა და სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების იმპლემენტაციის მექანიზმებზე ისაუბრებს.

კონფერენციაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ადამიანის უფლებების მიმართულებით პარლამენტის საზედამხედველო როლსა და იურიდიული კომიტეტის კაზუსზე გააკეთებს მოხსენებას.

კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღების შემდეგ დაწესდა.

საქართველოს პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად ყოველ წელს აღნიშნავს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა