„დემოკრატიული მოძრაობა“ - ია კერზაია ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების პირველი მსხვერპლია

„დემოკრატიული მოძრაობა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მიუხედავად ზეწოლისა, ქალბატონმა იამ არ უღალატა პრინციპებს და როგორც ნამდვილმა პედაგოგმა, რომელსაც მომავალი თაობის აღზრდა ევალება, საკუთარი შეხედულებების ერთგული დარჩა. იგი ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების პირველი მსხვერპლია. ,,დემოკრატიული მოძრაობა" მოითხოვს უმოკლეს ვადაში გამოძიებული იქნას აღნიშნული ფაქტი და დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, ყველა დამნაშავემ კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი", - ნათქვამია ,,დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.

ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა. ინსპექტირების სამსახურმა სკოლა გასული თვის შუა რიცხვებში შეამოწმა და დასკვნაში რამდენიმე დარღვევაც დააფიქსირა, რომელიც სკოლის სამეურვეო საბჭოს გამოუგზავნა. სამეურვო საბჭოს წევრი პედაგოგების ინფორმაციით, კი აღნიშნული დარღვევები გამოსწორებადი იყო და ისინი დირექტორის ამ მიზეზით გათავისუფლებას არ დაეთანხმნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს